ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დღის წესრიგში საკმაოდ რთული საკითხები დგას

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დღის წესრიგში საკმაოდ რთული საკითხები დგას, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ გააკეთა.
“წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. ვნახოთ, ახალი ხელმძღვანელი ალბათ ახალ დინამიკას შემოიტანს, ამაზე უფრო ადვილი შეხვედრის შემდგომ იქნება საუბარი. დღის წესრიგში საკმოდ რთული საკითხები დგას. რაიმე გარღვევას ამ კონკრეტულ რაუნდზე შესაძლოა, არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გადაიდგას ნაბიჯები, რომელმაც გრძელვადიანად ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
მთავარი თემატიკა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. იქნება ის მოვლენებიც, რაც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხები, იქნება ეს დაკავებების საკითხები თუ ბოლო მოვლენები, რომლის გამოც დაძაბული ფონია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად ეს იქნება ის მთავარი საკითხები, რის შესახებაც იქნება მსჯელობა ხვალ”, – განმარტა დარსალიამ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდამდე ერთი დღით ადრე გაერო-ს შენობაში ტექნიკური ხასიათის შეხვედრები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები