ბოლნისსა და ბულგარეთის პანაგიურიშტეს მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბულგარეთის პანაგიურიშტეს მუნიციპალიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.

ბულგარეთში სამთო გამამდიდრებელი კომპანია “ასარელის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ტსოტსორკოვმა და საქართველოს საპატიო კონსულმა ბულგარეთის რესპუბლიკაში იული ნუშევმა ვალენტინა ნავერიანთან ერთად პანაგიურიშტესა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების წინამოსამზადებელი სამუშაობი განიხილეს.

პანაგიურიშტესა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს შორის მომზადდა მემორანდუმის პირველადი ვერსია, რომლის საფუძველზეც ორი მუნიციპალიტეტის დაძმობილება მოხდება.

შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. ბულგარელმა სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიის, კულტურის, ეკონომიკისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღეს.

“პანაგიურიშტესა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების შესახებ მიღწეული გადაწყვეტილება ჩვენთვის პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ბოლნისის მუნიციპალიტეტი ხდება ბულგარეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერების ხელშემწყობი. ორი მუნიციპალიტეტის დაძმობილება საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ ღირებულებებს, გავეცნოთ ერთმანეთის გამოცდილებას ეკონომიკის, კულტურის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში. პანაგიურიშტე იქნება პირველი ევროპული მუნიციპალიტეტი, რომელსაც ბოლნისი ოფიციალურად დაუმეგობრდება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული სტატუსის მატარებელია. უძველესი ქართული დასახლება ბოლნისი 200 წლის წინ შვაბმა გერმანელებმა განავითარეს და საქართველოში ევროპული კულტურის ერთ-ერთ ცენტრად აქციეს. ჩვენი მუნიციპალიტეტების დამეგობრება ნათლად ადასტურებს იმ ფასეულობების ერთგულებას, რასაც ევროპული ოჯახი იზიარებს. ვიმედოვნებ, პანაგიურიშტესა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დაძმობილება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არაერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტების წამოწყების საწინდარი გახდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები