გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს, დეპარტამენტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“, გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა მედიის წარმომადგენლებს დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სტრუქტურა, რებრენდინგი, მთავარი ფუნქციები, განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა მთავარი მიზანია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჟურნალისტებმა სრული ინფორმაცია მიიღეს.
მედიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ბრაკონიერობის პრევენციისა და აღკვეთის, უკანონო ტყით სარგებლობის, საქართველოში იმპორტირებული საწვავის ხარისხის, საწარმოების მხრიდან გარემოს დაბინძურების, ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებლების კონტროლის მექანიზმების შესახებ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მათ კითხვებს დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი