მდინარაძე ზამბახიძეს – ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჰქონდეს ჩამოყალიბებული აზრი წარსულში მმართველობის ფორმებთან დაკავშირებით

„ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა წარსულში მმართველობის ფორმებთან ან თუნდაც მეთოდებთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ნებისმიერ ადამიანს აქვს ან შეიძლება ჰქონდეს თავის ჩამოყალიბებული აზრი, გამცეს პასუხი. თქვენი, როგორც მოქალაქის წარმოდგენით, როგორი მართვის ფორმა იყო 2003 – 2012 წლებში, იყო: დემოკრატიული, ავტორიტარული თუ ავტოკრატიული”, – ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ზამბახიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
მამუკა მდინარაძე, ასევე დაინტერესდა კანდიდატის მოსაზრებით, თუ რამდენად სამართლიანი იყო 2003 – 2012 წლებში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მიდგომა, მაგალითად, სისხლის სამართლის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები