გიორგი კაკაურიძე: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში საკმაოდ დიდი თანხაა გათვალისწინებული

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების მიმართულებით დიდ ცვლილებებს არ ველოდები, რადგან იმის რესურსი არ არის, რომ ფული სხვა მიმართულებას მოაკლდეს და ამ მიმართულებაში გადავიდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
“რეალურად, რესურსი არ არის და ვერ დავუშვებთ, რომ დეფიციტი გავზარდოთ, დამატებით სესხები ავიღოთ, რათა გარკვეული სუბსიდირების მოცულობები გაიზარდოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში საკმაოდ დიდი თანხაა გათვალისწინებული. მათი ეფექტიანად ხარჯვის შემთხვევაში, შედეგები კიდევ უფრო კარგი იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო. დიდ ცვლილებებს არ ველოდები, რადგან იმის რესურსი არ არის, რომ ფული სხვა მიმართულებას მოაკლდეს და ამ მიმართულებაში გადავიდეს. თუ პარლამენტი შეჯერდება, რომელი მიმართულებით არის შესაძლებელი თანხების შემცირება – პენსიების, განათლების დაფინანსების, თუ თავდაცვის დაფინანსების შემცირება, შიდა გადანაწილება შესაძლებელია, თუმცა არსებული პროექტი არის სამართლიანი გადანაწილება”, – განმარტა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები