სურამის ციხის სარესტავრაციო სამუშაოები იწყება
სურამის ციხის რესტავრაციის დაწყების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე წერს ფეისბუქის გვერდზე.
„დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სურამის ციხეზეც დაიწყო სამუშაოები.
სამუშაოს ეტაპები არის შემდეგი:
1 არქეოლოგიური შესწავლა;
2. არქეოლოგიურ შედეგებზე დაყრდნობით რეაბილიტაციის პროეტის მომზადება;
3 რეაბილიტაციის პროექტზე დაყრდნობით რეაბილიტაცია.
ხანგრძლივი, მაგრამ საინტერესო პროცესია, პროექტის დამფინანსებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, – წერს ნიკოლოზ ანთიძე.