“პარლამენტმა მედიკამენტებზე რეგულაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განიხილოს”

პარლამენტმა მედიკამენტებზე რეგულაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განიხილოს.
აღნიშნული კანონ-პროექტის ინიციატორები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური და “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია არიან.

“საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად მეტი არის ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. 6-ჯერ, 10-ჯერ უფრო ძვირია ჩვენთან, თან ისეთი მედიკამენტების ფასები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ მოხმარებაში არის. უკვე დრო არის, რომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერიოს ფასების რეგულაციაში,” – აღნიშნა მირიან წიკლაურმა.

ჯონდი ბაღათურიას თქმით კი, მათ მიერ მომზადებული კანონ-პროექტი სხვა სახელმწიფოების მაგალითებს ეყრდნობა.

“ჩვენ მოვამზადეთ კანონ-პროექტი, რომელიც ეყრდნობა ბრიტანეთის, რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, იაპონიისა, გერმანიის და ინდოეთის მაგალითებს, სადაც პირდაპირი რეგულაციები არის დაწესებული. სადაც სახელმწიფო, მთავრობა ადგენს ბიჯს, რამხელა ბიჯი შეიძლება ჰქონდეს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე მედიკამენტებს,” – აღნიშნა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები