თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორის, დოდო ჩიკვაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში  პროფ. დოდო ჩიკვაშვილის (თელ-ავივის უნივერსიტეტი, ისრაელი) საჯარო ლექცია: „საქართველოს ებრაელთა თემის ინტელექტუალური მემკვიდრეობა” გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ თბილისის შემოქმედებითი და სამეცნიერო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და სტუმრები ისრაელიდან. აღინიშნა საქართველოს ებრაელთა მნიშვნელონი მოღვაწეობა მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივ სფეროებში.
ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის, მუზეუმის დირექტორმა  გივი ღამბაშიძემ და მუზეუმის საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდენტმა  ჯამლეტ ხუხაშვილმა  დოდო ჩიკვაშვილს გადასცეს მუზეუმის “საპატიო დიპლომი” გადასცეს. |

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები