ირაკლი ოქრუაშვილი საკანში საწოლის ზომის გაზრდას ითხოვს

სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საკანში საწოლი 157 სმ-ია, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“”საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება (ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ). სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია. უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო”, – წერს ოქრუაშვილი.

გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები