გიორგი გახარია მაკო გომურთან შეხვედრაზე: სურვილი როცა მექნება, მაშინ განვაცხადებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მაკო გომურზე, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, აცხადებს, რომ დაზარალებულის ცნობას მას გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მიანიჭებენ.

ხოლო, ჟურნალისტის კითხვას, განაცხადა თუ არა მაკო გომურმა მასთან შეხვედრაზე უარი, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი თხოვნით მაკო გომურისთვის არ მიუმართავს, ხოლო შეხვედრის სურვილი როცა ექნება, მაშინ იტყვის.

“პირველი, დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებაში ეს პროცედურები მიმდინარეობს და როგორც კი დამთავრდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი.

ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო, სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერმა პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაკო გომურის კითხვებს პასუხს პირადად მასთან გასცემდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები