„თამადა მანჰეტენზე“ – ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

12, 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში, ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა – „თამადა მანჰეტენზე“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დადგმა მოძრაობის თეატრისა და Company E-ს ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლია.
სპექტაკლი ქართულ ტრადიციულ სადღეგრძელოებზე აგებულ ამბავზეა, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ-იორკში ხვდება. სევდიანი ამბავი გვიჩვენებს, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოსურ ყოფაში.
რეჟისორი: პოლ გორდონი; ავტორი: იოსებ ბაკურაძე, პოლ გორდონი; დეკორატორი: კახა ბაკურაძე;  ქორეოგრაფი: რობი პრაიორე, ლაშა რობაქიძე, ვანესა ოუენი.
მუსიკოსები: ამიქაილა გასტონი, სანდრო ნიკოლაძე, ლელა გადრანი, მარიამ იაქაშვილი, ნინი ასილიანი, ვლადიმერ ყარალაშვილი, სიმონ ბითაძე, დავით კაკულია, გიორგი გაბრიელაშვილი, თორნიკე აბულაძე, საბა ქასრაშვილი.
მსახიობები: ლაშა რობაქიძე, მიხეილ ზაქაიძე, ნინო ავალიანი, ანი თალაკვაძე, მარიამ ბალახაძე, მარიამ სხულუხია, გიორგი ხაჩიძე, უჩა მჟავია, კოტე ლიპარტელიანი.
ხმის რეჟისორი: სანდრო ნიკოლაძე;
გამნათებელი: შოთა წურწუმია.

პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები