რუსეთის დუმის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ტელეარხ “როსია-24”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდინმა აღნიშნული ივლისის თვეში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა.

“ურთიერთობა ლაგდებოდა, ვიღაცას დასჭირდა თბილისში ამ კონფლიქტის გამოწვევა, მაშინ როდესაც ჩვენი დელეგაცია ქართული მხარის მიწვევით იყო იქ. საქართველოს პრეზიდენტმა კი, იმის მაგივრად, რომ დაეგმო მომხდარი, რუსეთი აგრესორად გამოაცხადა. რაში დასჭირდა ეს? ახლა კი, დუმს”, – თქვა ვოლოდინმა.

მისი თქმით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტია პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში უცხო ქვეყნის დელეგაცია იმყოფება.

“ქართული საზოგადოება ამბობს: არა, ჩვენ ურთიერთობა უნდა დავალაგოთ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოთქვას ბოლოსდაბოლოს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება. ვითარების გამწვავება ესეიგი შეეძლოთ, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჭკუა ეყოთ”, – აღნიშნა დუმის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, ასევე წარადგინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო ხედვა.

“საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ რუსეთი-აგრესორია, უნდა მოიხადოს ბოდიში და საკუთარი პოზიცია განმარტოს”, – დასძინა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები