თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელეს

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის“?..
იუნესკოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან ფართომასშტაბურ აქტივობებს – ბიბლიოთეკების მოწყობას, წიგნების ფესტივალებს ბავშვებისთვის…
ღონისძიებების მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ღონისძიებები 2021 წელს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს – 23 აპრილს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები