საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

 16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო განახლებული სლოგანით მიემგზავრება – Follow the Journey of Georgian Characters.
ბაზრობაზე მისულ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოს აღმოჩენა სამ სხვადასხვა სივრცეში შეეძლება: საქართველოს ეროვნული სტენდი; გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი; Spend 4 Seasons in Georgia (Hall 3.1 K126).
ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული სტენდის სცენაზე GEORGIAN CHARACTERS და ბაზრობის სხვა სივრცეებში დაგეგმილია ოცამდე ლიტერატურული და ბიზნესღონისძიება.
ხუთი დღის განმავლობაში უცხოელი გამომცემლები სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გაეცნობიან. ბაზრობის მეორე დღეს კი, საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები