საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„დიდი იმედები გვაქვს, რომ გერმანია ჩვენ გვერდით იქნება ევროკავშირის ყველა შესაძლო პოლიტიკასა და პროგრამაში სექტორული ინტეგრაციის პროცესში, სანამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კულტურული თანამშრომლობის კუთხით. ამ მიმართულებით კულტურის დარგში მომზადებულ მემორანდუმზე ხელმოწერა კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო – გერმანიის ურთიერთობებს. ისტორიულად, გერმანია ყოველთვის დაინტერესებული იყო ქართული კულტურით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქართულ-გერმანული მემორანდუმი გულისხმობს გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობას კულტურებს შორის, კულტურის წარმომადგენლებს შორის.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განმარტა, რას გულისხმობს ქართულ-გერმანული კულტურული შეთანხმება.
„ეს მემორანდუმი არის გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობა კულტურებს შორის, კულტურის წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი არის შრომის უსაფრთხოება კონკრეტულ დაწესებულებებში და გადაზღვევა ე.წ. კულტურული შუამავლებისა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსა და გერმანიას შორის“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით,  „ეს არის კულტურული ურთიერთობების ამსახველი მემორანდუმი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ შეესხა ხორცი და მოხდა ხელმოწერა“,- განაცხადა შტაინმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები