იოსებ მეგრელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, პროფესორ იოსებ მეგრელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა, რომელსაც პროფესორის ვაჟი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს საპატიო ჟურნალისტი გუბაზ მეგრელიძე ესწრებოდა.
სამეცნიერო სესია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ გახსნა.
სესიის მომხსენებლები იყვნენ, პროფესორები, მეცნიერები: ნესტან სულავა, იზა ჩანტლაძე, რევაზ ბალანჩივაძე, მარიკა ჯიქია, სოსო ბიჭიკაშვილი, ერეკლე საღლიანი, მამუკა ცოტნიაშვილი, რევაზ თედორაძე, ქეთევან გოდერძიშვილი, ხათუნა ხუნდაძე, რუსლან ურუშაძე, ასევე ჩოხატაურის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორი მარიკა შოშაშვილი, ნიკო მარისა და მოსე გოგიბერიძის სახლმუზეუმების დირექტორები –  რუსუდან და ნათელა კალანდაძეები, ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ მეგრელიძე, ნიკო მარის შთამომავალი ალექსანდრა მარი.
ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები