ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა 

ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრილი მამაკაცის ოპერაცია დასრულდა. რეგიონული ჰოსპიტლის ექიმის მალხაზ ბურკაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაციენტი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

“ავადმყოფი მოყვანილი იქნა უმძიმეს მდგომარეობაში, პრაქტიკულად გულის გაჩერებით. დასჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია შემოყვანისთანავე და გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. დადგინდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით. დაკარგული იყო დიდი რაოდენობის სისხლი. გარდა ამისა, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, იყო შემავალი ჭრილობა, მაგრამ არ დასჭირდა დიდი ოპერაცია. რაც შეეხება ანგიოქირურგიულ ოპერაციას, ჩატარდა სწრაფად და მაღალ დონეზე, მაგრამ დაკარგული სისხლის რაოდენობიდან გამომდინარე, ავადმყოფობის მდგომარეობა არის და რჩება კრიტიკულად მძიმე. სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მკურნალობა ტარდება. იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება“, – განაცხადა მალხაზ ბურკაძემ.

შეგახსნებთ, რომ მამაკაცი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები