ქარელის მოსახლეობის პრობლემებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან – ზაზა გულიაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატთან – გიორგი თოთლაძესთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: საციხურის, აბანოს, კოდასა და აბისთავის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრების მონაწილეებმა სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ და პრიორიტეტულ პროექტებზეც იმსჯელეს.
“ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, რათა მივიღოთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, რა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. დღევანდელ შეხვედრებზე ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება. დღის წესრიგში დადგა სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რომელთა განხორციელებაც სოფლის მოსახლეობისთვის ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები