შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდების შესახებ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს

საკრებულოს თანამშრომელ თამთა თოდაძისა და„ქართული ოცნების” დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს  აკეთებს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე უწყება აქტიურ გამოძიებას აწარმოებს, რის გამოც მოწმის სტატუსით თამთა თოდუა და დედამისი ხათუნა ოქროპირიძე გამოიკითხნენ.

“112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. თავდაპირველად მოხდა ზარის ინიციატორთან და მის დედასთან გასაუბრება. შემდგომ ისინი გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. მოცემულ სსს-ზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სსს-ზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსნებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები