„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ – სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება
6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სამხატვრო აკადემიასთან არსებულ გობელენისა და ტექსტილის მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტების რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ჩატარდება ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამი ფაკულტეტის: დიზაინის, მედია ხელოვნების, სახვითი ხელოვნების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტების ნამუშევრები.
მისამართი – შარდენის #19