რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან ნავთობპროდუქტების საბაჟო დეკლარირებას აუქმებს

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ნავთობპროდუქტების მიწოდების საბაჟო დეკლარირების წესი მოიხსნება.
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმას ე.წ. რესპუბლიკასთან ვაჭრობის რეჟიმის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებისთვის მიმართა.
პროტოკოლი პეტერბურგში 7 ივნისს იქნა ხელმოწერილი.
დოკუმენტის თანახმად, პროტოკოლი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც შესაბამისი არხებით იქნება შეტყობინება, რომ მხარეებმა საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები