“ტელევიზია დღეში 3 საათს მაუწყებლობს, გაიღვიძეთ, ზემოთ აქვს ვინმეს ტვინი”? – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცეპრემიერობის ყოფილი კანდიდატი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ასტამურ ოტირბას მიერ წარდგენილი ე.წ. ვიცეპრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, დავიდ დასანია, რომელმაც ე.წ. საარჩევნო მარათონი პროტესტის ნიშნად დატოვა, სოციალურ ქსელში წერს, რომ 26 წლის “დამოუკიდებლობის განმავლობაში” აფხაზურ ენაზე საშუალო და უმაღლესი განათლების შექმნაც კი ვერ გახდა შესაძლებელი.
“დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში აფხაზურ სახელმწიფო ენაზე საშუალო და უმაღლესი განათლების შექმნაც კი ვერ შევძელით, ვერ შევძელით ლათინური ანბანის საფუძველზე სწორ ენაზე გადასვლა. 1953 წლიდან ბავშვები მეხუთე კლასიდან მშობლიურ ენაზე სწავლას ვერ ახერხებენ, აფხაზეთში მყოფი მიგრანტები კი, თავიანთ ენებზე სწავლობენ. ხელისუფლების სირცხვილია. რა საჭიროა ასობით მეცნიერებათა დოქტორი და ათობით ინსტიტუტი, თუ საკუთარი ხალხის განვითარებისთვის და მისი იდენტობის შესანარჩუნებლად ვერაფერი შევქმენით? აფხაზები სოხუმის მოსახლეობის 70% შეადგენენ, მაგრამ ისეთი განცდაა, რომ მხოლოდ 5% არიან. ყველა დიდი მეზობლის ენაზე საუბრობს. ტელევიზია 1978 წლის მსგავსად დღეში მხოლოდ 3 საათს მაუწყებლობს. იქ, ზემოთ, ააქვს ვინმეს ტვინი? გაიღვიძეთ ბოლოს და ბოლოს!”, – დაწერა დავით დასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები