პრეზინდეტის საპარლამენტო მდივანი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე პრეზინედტის შეწყალების საქმეს ეხება.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, ის გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.
“დღეს დამიბარეს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეიძლება დამიბარონ მეორედ, მესამედ. აინტერესებს გამოძიებას. უნდა გამოვარკვიოთ”, – აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყებამ გაბუნიას კითხვები ერთხელ უკვე დაუსვა.