„კაცი, რომელიც დააკლდა სამყაროს“

კომპოზიტორ გია ყანჩელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ემშვიდობება:
„დაერქმეოდა თუ არა რომელიმე აღმოჩენას მისი სახელი, გამოვიდოდა თუ არა ცნობილი მეცნიერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გეოლოგიას რომ გაჰყოლოდა, არავინ იცის. იმაში კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ მის გარეშე ჩვენი ცხოვრების დიდი ნიშა დარჩებოდა ცარიელი.
სამი წლის წინ უნივერსიტეტში მისი საღამო გაიმართა, რომელზეც უნივერსიტეტის მედლით დავაჯილდოვეთ. ეს, მართლაც დიდი პატივია ჩვენთვის!
კაცი, რომელიც დააკლდა სამყაროს! მშვიდობით, მაესტრო!“ – წერს გიორგი შარვაშიძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები