საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარს დავუჭერთ
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, როზარია პუგლისმას თქმით, ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ მოუწოდა რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დატოვოს.
როგორც მან აღნიშნა, ნატო მხარს დაუჭერს საქართველოს არჩევანს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე .
,,პარტნიორობა, რომელიც ნატო-სა და საქართველოს აქვს, არ არის გამიზნული რომელიმე მესამე პირის საფრთხისთვის. ეს პარტნიორობა არის საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ დატოვოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. ნატო, ისევე როგორც რუსეთი, ემხრობა ჰელსინკის პრინციპებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს აირჩიოს თავისი უსაფრთხოებისთვის ის სტრატეგია, რომელიც მისთვის არის მისაღები და რა თქმა უნდა, ნატო მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა როზარია პუგლისმა.