ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალურ დირექტორს დღეს პროკურატურაში ელოდებიან
ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალურ დირექტორს დღეს პროკურატურაში ელოდებიან. ამის შესახებ წუხელ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ გუმბარიძესთან გამოძიებას კითხვები “ინტერმედიას” საქმესთან დაკავშირებით აქვს.
მისი უფლებადამცველი ბექა ბასილაია ამ დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებს და ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას უკავშირებს.
“არ არსებობს კითხვის ნიშნები ზუკა გუმბარიძის მიმართ, იმიტომ რომ მთელი ის ტრანზაქციები, მთელი ის ფინანსური საქმიანობა, რაც გაწეული ჰქონდა ინტერმედიას, არის სრულიად დეკლარირებული. ზურაბ გუმბარიძის დაკითხვაზე დაბარება, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ ტელეკომპანია „ფორმულას“. ეს სიგნალი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ქცეულია მედიაზე ზეწოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად”, – აცხადებს ბექა ბასილაია.
“ინტერმედიას” საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და შპს “ინტერმედიას” დამფუძნებლები და მეწილეები.