ცრუ დასმენისთვის, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი დააკავეს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის უფლებადამცველი, ნაირა ოტიაშვილი, დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს 73-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით გულისხმობს.

დაკავებულს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინება.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა თემას უკავშირდება ადვოკატის დაკავება.

2018 წლის 22 თებერვალს თემქაზე ანა ნაცვლიშვილი კორპუსის უკან ყელგამოჭრილი იპოვეს, სამართალდამცავებმა მკვლელობაზე მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს, რომელსაც უვადო პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები