ფინანსთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან
ფინანსთა მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. ივანე მაჭავარიანი ნდობის ჯგუფის ფორმატში დაგეგმილ სხდომაზე მიდის. საქმე მომავალი წლის ბიუჯეტში სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული სპეციალური პროგრამებისთვის საჭირო თანხებს ეხება.
ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მინისტრთან თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
“შეიძლება ბიუჯეტი კარგად და სწორად იყოს გაწერილი, მაგრამ შემდეგ ეს სახსრები გამოიყენება ხოლმე საარჩევნო მიზნებისთვის. ამიტომ, ეს არის ძირითადი პრობლემატიკა და ამ თემების ირგვლივ გვექნება დისკუსია ფინანსთა მინისტრთან”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
“ნაციონალური მოძრაობა” კი ნდობის ჯგუფში პარტიის არ ყოფნას კიდევ ერთხელ აპროტესტებს.
“სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ვართ ნდობის ჯგუფში. ასე შეადგინეს რეგლამენტი და ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს და ჩვენ არ შეგვიძლია პრემიერ მინისტრის პასუხები, თუნდაც შევისწავლოთ ის მუხლები, რომლებიც არის გასაიდუმლოებული”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ღამის 9 საათზეა დანიშნული.