„სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით” – თინათინ ჩხიკვიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გალერეა „ვანდა“ თინათინ ჩხიკვიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ გალერეიდან აცნობეს, გამოფენა „სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით” ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 12- წლიანი პაუზის შემდეგ, მხატვარი პერსონალური გამოფენით წარდგება მნახველის წინაშე.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14.