ნიკოლოზ წულუკიძეს წითელი ჯვრის კეთილი ნების საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა
ჟენევაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავრის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო როკამ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პიარმენეჯერს, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს წითელი ჯვრის კეთილი ნების საპატიო ელჩის წოდება მიანიჭეს.
ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს წითელ ჯვართან და უანგაროდ ეხმარება მის ხანდაზმულ ბენეფიციარებს.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიკოლოზ წულუკიძეს ულოცავს ამ საპატიო წოდებას.