ჰონგ-კონგში ვითარება დაიძაბა – აქციის მონაწილეები ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ისვრიან, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში, სადაც საპროტესტო არასანქცირებული აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. დემონსტრანტებმა პოლიციის შენობას ,,მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს.
ინფორმაციას ტელერადიოკორპორაცია RTHK ავრცელებს.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ასევე ორი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ და ინფრასტრუქტურას არბევენ. რამდენიმე პოლიციელმა და ჟურნალისტმა გამოყენებული დაუდგენელი ნივთიერების გამო, დამწვრობა მიიღო.
ჰონგ-კონგში დღევანდელი აქცია სანქცირებული არ ყოფილა. ქალაქში დემონსტრაციები ივნისიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები