რომელ სამინისტროებს ეზრდებათ და უმცირდებათ დაფინანსება – რა წერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბიუჯეტის ასიგნებები 14 211 880 700 ლარამდე იზრდება. გასულ წელთან შედარებით ზრდამ 1,121 მლრდ ლარი შეადგინა.
სამინისტროების ასიგნებების მოცულობები შემდეგნაირად გამოიყურება:
თავდაცვის სამინისტრო: 880 000 000 ლარი (ზრდა – 5 მლნ ლარი)
შინაგან საქმეთა სამინისტრო: 770 000 000 ლარი (ზრდა – 28,4 მლნ ლარი)
იუსტიციის სამინისტრო: 203 000 000 ლარი (ზრდა- 21,870 მლნ ლარი)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2 071 600 0000 (ზრდა- 71,6 მლნ ლარი)
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 159 000 000 ლარი (ზრდა- 22,5 მლნ ლარი)
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 1 636 000 000 ლარი (ზრდა -132,3 მლნ ლარი)
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 4 347 000 000 ლარი (ზრდა -378,6 მილიონი)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 353 000 000 ლარი (ზრდა – 14,1 მლნ ლარი)
ფინანსთა სამინისტრო: 93 მილიონი ( ზრდა – 2 მლნ ლარი)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 364 მილიონი (კლებაა- 5,5 მლნ ლარი)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები