საქსტატი – ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 20.7%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2018 წელს მისი მოცულობა 41.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

2018 წელს ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.9 პროცენტი) და მშენებლობა იკავებს (18.7 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.7 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები