სოციალურ ქსელში ჰომოფობიური განცხადებების გამო გამოძიება დაიწყო – ბრალდებული არასრულწლოვანია

ჰომოფობიის გამო, ქვიარ თემის წარმომადგენელს, დევნისა და შევიწროებისგან თავის არიდებაში “თანასწორობის მოძრაობა” დაეხმარა.

2019 წლის 18 სექტემბერს “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა ბენეფიციარი, რომელმაც განაცხადა, რომ უცნობი პირი ცდილობდა მის საცხოვრებელში შეჭრას, კერძოდ, აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს. აღნიშნულმა პირმა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშირდა, უწერდა ჰომოფობიურ კომენტარებს საჯაროდ.

დაზარალებულმა მიმართა პოლიციას, “თანასწორობის მოძრაობის” იურისტები დაესწრნენ დაზარალებულის გამოკითხვას, დაზარალებულად ცნობას და უფლებების განმარტებას, საგამოძიებო ექსპერიმენტს, რის შემდეგაც ბრალდებული დაადგინეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებული არასწრულწლოვანია, მას გაუფორმდა განრიდების ხელშეკრულება. დაევალება ბრაზის მართვის კურსების გავლა, ასევე თავშესაფარში იმუშავებს უფასოდ გარკვეული საათების განმავლობაში. საქმეში გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები