ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეხუთე ტექნიკური შეხვედრა 11:00 საათზე  გაიმართება, რომელზეც ჩორჩანასთან განთავსებულ საგუშაგოს საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.
მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება – საგუშაგო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განთავსებული და ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღებული”.
საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესაც აქვს უცვლელი პოზიცია – “სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ამჟამინდელ ადგილმდებარეობაზე დარჩება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები