“ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული და მნიშვნელოვანია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო განახორციელებს” – იონათამიშვილი

“ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული და მნიშვნელოვანია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო განახორციელებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

კერძოდ, მან შეაფასა საკითხი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, “ლენდლორდის” მოდელით აშენდება.

“მით უმეტეს, შუა დერეფნის დამაკავშირებლობის, თვალსაზრისით ანაკლიის პორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის და მნიშვნელოვანია სწორედ, რომ ამ პოტენციალის გამოყენება მოხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც ამავდროულად უზრუნველყოფს სოციალურ უსაფრთხოებასაც”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები