ირაკლი ჭეიშვილი – ბრიტანეთის მიერ პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: რატომღაც, მათთან ეს დემოკრატიული ნაბიჯია და რაც მათთვის მისაღებია, ის საქართველოსთვისაა მიუღებელი

“როდესაც ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ, გრანტების შესახებ კანონებს, მაშინ ბრიტანეთი კრიტიკოსებს შორის იყო მოწინავე. დღემდე ითხოვს ბრიტანეთის სახელმწიფო ჩვენგან, რომ ეს კანონები გავაუქმოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა საკითხს, რომლის თანახმადაც დიდმა ბრიტანეთმა საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესები გაამკაცრა.

„როდესაც ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ, გრანტების შესახებ კანონებს, მაშინ ბრიტანეთი კრიტიკოსებს შორის იყო მოწინავე. დღემდე ითხოვს ბრიტანეთის სახელმწიფო ჩვენგან, რომ ეს კანონები გავაუქმოთ. ზუსტად ესაა ორმაგი სტანდარტი, რომ, ჯერ ერთი, გაცილებით მკაცრი მოქმედი კანონი აქვს და კიდევ უფრო ამკაცრებს. რატომღაც მათთან ეს დემოკრატიული ნაბიჯია და რაც მათთვის მისაღებია, ის საქართველოსთვისაა მიუღებელი“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები