თურქეთის ქალაქ ჩორუმში, ქორწილში საკვებით 50 ადამიანი მოიწამლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ქორწილის ცერემონიაზე მოხდა.
სტუმრები, რომლებსაც გულისრევის, ღებინების და მუცლის ტკივილის სიმპტომები აღენიშნებოდათ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარებას სულ 50 ადამიანმა მიმართა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.
შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს. საკვების ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე აღებულია, რათა მოწამვლის ზუსტი მიზეზი დადგინდეს.