ფიდანი: ისრაელმა შესაძლოა, აშშ-ირანის მოლაპარაკებების ჩაშლა სცადოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გააფრთხილა, რომ ისრაელს შეუძლია სცადოს აშშ-ირანის მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა, თუ ამის შესაძლებლობა ექნება.

„ჩვენ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს ღირებულად მივიჩნევთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელს შეუძლია პროცესის საბოტაჟი მოახდინოს, თუ მას შესაძლებლობა ექნება. ამ მხრივ ყველა მხარე ფხიზლად უნდა იყოს“, – განაცხადა ფიდანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები