შრი-ლანკის ციხეში პატიმრებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

შრი-ლანკის ქალაქ ნეგომბოს ციხეში პატიმრებს შორის მომხდარ შეტაკებას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 100 დაშავდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ძალადობრივი დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის 5 ივლისს დაიწყო. ინციდენტის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. 6 ივლისს ციხიდან დაღუპულთა ცხედრები გაიტანეს, ხოლო შრი-ლანკის ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ოფიციალური პირების განცხადებით, ციხეში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ხოლო ვითარება ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები