ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება

ბათუმის ბულვარს პირველად თავისი არსებობის მანძილზე განაშენიანების გეგმა ექნება, რაც იქ არსებულ მდგომარეობას მოაწესრიგებს.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ხელი მოვაწერეთ ბულვარის განვითარების გეგმას. ბულვარი არის ბათუმისთვის ნამდვილად სავიზიტო ბარათი და პირველად ისტორიაში ამ ძალიან მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ექნება განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეს გეგმა მიზნად ისახავს ბულვარის იერსახის შენარჩუნებას, განვითარებას როგორც ლანდშაფტური, ისე რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. არავის მიეცემა საშუალება უხეშად ჩაერიოს ბულვარის განვითარებაში, რაც სამუდამოდ მოაწესრიგებს არსებულ გამოწვევებს”, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

27 სექტემბერს, ბულვარის კოლონადებთან, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის განვითარების ძირითადი ორიენტირი არსებული იერსახის შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, სარეკრეაციო ზოლის, კვების თუ დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგება იქნება. შედეგად, შეიქმნება კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისთვის – იქნება ეს ბავშვები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები