თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყლის ინფრასტრუქტურა მოეწყობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება.

ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის სოფლებისა და დაბების წყალმომარაგების პროექტის შესახებ სუაბრისას განაცხადა.

„ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა. სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პროექტი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი.

მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა” ოფიციალურად გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები