ოზურგეთის პროფესიულ სკოლაში ჩაის წარმოებას ისწავლიან

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ოზურგეთში სასოფლო – სამეურნეო სასწავლო პროგრამა იწყება, ჩაის მიმართულებით. პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე, დღეს არსებული ჩაის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების არსებობა, რომელმაც უნდა განაპირობოს მაღალხარისხიანი ქართული ჩაის წარმოება. ამ მიზნით გურიის აგრობიზნეს ცენტრმა და კოლეჯ “ჰორიზინტმა” გაეროს განვითარების პროგრამას მიმართეს და მათგან პროგრამის განხორციელებისთვის მხარდაჭერა მიიღეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისსა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის – ალეკო მამეშვილის განცხადებით,  სასწავლო პროგრამა ჩატარდება ჩაის გადამამუშავებელი  ტექნოლოგიებისა და  თვითონ მანქანა დანადგარების შესახებ,  ჩაის დეგუსტაცია და ეკონომიკური საფუძვლები.

“დღეისთვის მოეწყო შეხვედრები ჩაის ადგილობრივ მწარმოებლებთან, მათ შორის არის როგორც ჩაის საშუალო და მსხვილი გადამამუშავებელი საწარმოები, ასევე მცირე საოჯახო საწარმოები. მათთან კონსულტაციებით იმ ძირითად საკითხებზე შევჯერდით, რომლის სწავლებაც სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოხდება. ეს არის ნედლეულის პირველადი წარმოება, ჩაის ნედლეულის მოვლა – მოყვანის წესები. სასწავლო პროგრამა ჩატარდება ჩაის გადამამუშავებელი  ტექნოლოგიებისა და  თვითონ მანქანა დანადგარების შესახებ,  ჩაის დეგუსტაცია, ჩაის ეკონომიკური საფუძვლები. ამ საკითხებზე სასწავლო პროგრამას უხელმძღვანელებს გამოცდილი სპეციალისტები, ადგილობრივი კადრები, როგორც კოლეჯ “ჰორიზონტის” თანამშრომლები, ასევე ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტები.

ვფიქრობ, რომ სასწავლო პროგრამის შედეგად მივიღებთ გამოცდილ, უკვე ნასწავლ ტექნოლოგებს, რომლებიც შეძლებენ საკუთარ წარმოებაში წვლილის შეტანას, რაც გამოიხატება უფრო მაღალი ხარისხის ქართული ჩაის წარმოებით”,-განაცხადა ალეკო მამეშვილმა.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 20 მსმენელის მიღებას ვარაუდობენ, სასწავლო პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა. სწავლის დამთავრების შემდეგ, მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იქნება აღიარებული. მომდევნო წლიდან, განახლდება ჩაის წარმოების შესახებ სასწავლო პროგრამა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

სასწავლო პროგრამა 7 ოქტომბრიდან დაიწყება, ამჟამად მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობს. შერჩევა ანკეტის საფუძველზე ხდება, რომლის შევსება ხელმისაწვდომია როგორც კოლეჯში, ასევე მუნიციპალიტეტის მერიაში და ელექტრონულადაც, მუნიციპალიტეტის ვებ გვერდიდან.

სწავლება მთავარ საკითხებზეა: ჩაის ბუჩქის და ნედლეულის მოვლა-მოყვანა, ჩაის გადამამუშავებელი ტექნოლოგიები, ჩაის წარმოების ტექნოლოგიები, ჩაის დეგუსტაცია, ჩაიში ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც თავის მხრივ მოიცავს, ამ საქმიანობის მომგებიანობას.

“მოგვმართა ყველა მსხვილმა გადამამუშავებელმა საწარმომ, მათ შორის ანასეულის ჩაის ფაბრიკა, გურიანთაში “ნატურა თი კომპანი”, ჩაის საწარმო “შემოქმედი”, “მზიანის” ჩაის საწარმო. ასევე, საოჯახო ტიპის საწარმოებმა, რომლებსაც სურთ მათი თანამშრომლების გადამზადება. სწავლებასთან ერთად დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოები, როგორიც არის პლანტაციაში გასვლა და შემდეგ უკვე ჩაის პლანტაციაში სამუშაოს ჩატარება. დეგუსტაციები,  ასევე დაგეგმილია რამდენიმე ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტი, პრაქტიკული სწავლებისთვის  და მიგვაჩნია, რომ გვექნება შედეგი ყველა საწარმოში პროფესიონალი კადრების მიმართულებით“-განაცხადა მამეშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები