მარტვილის მე-2 ბაგა-ბაღში მოწამლული ბავშვები სახელწმიფო რწმუნებულმა მოინახულა

მარტვილის საბავშვო ბაგა-ბაღში მოწამლული ბავშვები სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ საავადმყოფოში მოინახულა.
რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთის, მარტვილის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა, ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდარზე მოკვლევა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა დაიწყეს. ისინის ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში ინსპექტირებას ატარებენ, ასევე, აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები