ახალციხელმა მოკრივემ ინგლისის ქამრის მფლობელი დაამარცხა

ახალციხელმა მოკრივემ – ხვიჩა გიგოლაშვილმა ინგლისის ქამრის მფლობელი დაამარცხა. სპორტსმენმა ლონდონში გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში გაიმარჯვა. ჩემპიონატი 28 სექტემბერს ჩატარდა, სადაც სპორტსმენები ევროპის ქვეყნებიდან მონაწილეობდნენ.

“ყველა ბრძოლა მნიშვნელოვანია, ეს განსაკუთრებით იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მოწინააღმდეგე ბრიტანეთის საჩემპიონო ქამრის მფლობელი იყო. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი შედეგი მომიტანა, რეიტინგი გამეზარდა, მაღალ საფეხურზე ავედი და WBO ვერსიის მსოფლიო ქამარზე მომეცა შანსი ვიბრძოლო”,-განაცხადა ხვიჩა გიგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები