ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დღეს, საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა.
„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე გავხსენით (საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი). ეს სამუშაო დარბაზები ისტორიული ,,პირველი” კორპუსის ნაწილია, რომლის სრული რეაბილიტაციაც მალე დასრულდება. ეს სივრცე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე დიზაინი.
p.s. მეამაყება, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილე ვარ“, – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.
ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბქგვერდი კი ამ მოვლენას ასე გამოეხმაურა:
„მორიგი დიდი და ისტორიული ამბავი ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის – დღეს საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა. ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლების თავაუღებელი მუშაობის კიდევ ერთი ნაყოფი – იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი, კედლების აღდგენილი მხატვრობა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ოთახები – საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება, დაკომპლექტების განყოფილება, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები