ჯიოევი: საგუშაგო ჩვენს ტერიტორიაზეა და ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღებული – ხვალ ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება
ერგნეთში 1-ელ ოქტომბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეხუთე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ჩორჩანასთან განთავსებულ საგუშაგოს საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.
მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება – საგუშაგო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განთავსებული და ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღებული”.
საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესაც აქვს უცვლელი პოზიცია – “სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ამჟამინდელ ადგილმდებარეობაზე დარჩება”.