კაჭრეთში 70 წლამდე მამაკაცს 6 დღეა უშედეგოდ ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 70 წლამდე მამაკაცს, ელდარ ფროდიაშვილს ეძებენ. ოჯახის წევრები მამაკაცის პოვნას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ. კაჭრეთში, მერის წარმომადგენლის, ალექსი ბაცანაძის თქმით, მამაკაცი სახლიდან გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პოლიციას 24 სექტემბერს აცნობეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები