იგეგმება თუ არა ქუთაისის მერიის ადგილმდებარეობის შეცვლა

ქუთაისის მერიის შენობის შესაძლო გასხვისებაზე გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა – გია თევდორაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მერიის შენობის ადგილმდებარეობის შეცვლაზე ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ვერსია არ არსებობს.

“ბოლო დროს, ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების ადგილმდებარეობა შეიცვალოს. საზოგადოებისთვის კი ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ოფიციალური ვერსია არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა მთავრობის მხრიდან საზოგადოების მიმართ და ჩვენი მოთხოვნაა მივიღოთ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ადგილმდებარეობის შეცვლა”,- განაცხადა გია თევდორაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები