„არქიტექტურული კომპოზიცია“ – სტუდენტების საკურსო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა გამართავს არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის სტუდენტების საკურსო ნამუშევრების გამოფენას თემაზე – „არქიტექტურული კომპოზიცია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა არქიტექტურის საერთაშორისო დღეების ფარგლებში ჩატარდება და  ყველაზე მასშტაბური იქნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მრავალპროფილური ნამუშევრები, მათ შორის: საცხოვრებელი სახლის ინტერიერი, გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი ნახაზები, კაფეს თუ სოციალური სივრცეების დიზაინები.
საქართველოს უნივერსიტეტი, სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიების ორგანიზებით, მხარს უჭერს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
დასწრება თავისუფალია.
ადგილი: კოსტავას №77ა. საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები